საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ამერიკელ კოლეგებს ის შეშფოთება გაუზიარეს, რომელიც მისივე თქმით, კონკრეტული ექსტრემისტული ჯგუფების საეჭვო დაფინანსებას უკავშირდებოდა. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, სახელწმიფო დეპარტამენტში ელჩ თამარ ტალიაშვილის დაბარება მკაფიო დასტურია იმისა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას უპასუხოდ არ დატოვებს. ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი შეშფოთება დააფიქსირეს სენატორებმა ჯიმ რიშიმ და ჯინ შაჰინმა. კონგრესმენმა ჯო უილსონმა კი აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა, ამერიკულ ინტერესებთან შეუთავსებელია. რა გზავნილები გაჟღერდა ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან?!