ჯო უილსონის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს - Palitra News

ჯო უილსონის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს

2025-10-09 09:23:17+04:00

ჰელსინსკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ ნებისმიერი, ვინც "ქართული ოცნების" დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. ამ კონტექსტში მან, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა შეაფასა. უილსონის სიტყვებით, "ქართული ოცნების" ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ.