დადგება თუ არა ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი? - ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის უფლების გაუქმების გამარტივების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე აქტიურად საუბრობენ.“ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ევროინტეგრაციის შეფერხება მეათეხარისხოვანია. თუმცა ამავე საკითხს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ვიზალიბერალიზაციის დადებით მხარეებს გვერდს უვლის და ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს.