რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა კვლავ გადაიკეტა — აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში შეუერთდა. მოძრაობის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველის მეტროს მიმდებარედ შეიკრიბნენ, სადაც პროტესტის განახლებული გეგმა გააჟღერეს. მათი თქმით, საპროტესტო მარშების ფორმატი ეტაპობრივად შეიცვლება. დაგეგმილია მსვლელობების გაფართოება, თემატური აქციები და მასშტაბური ღონისძიებები დათქმულ თარიღებში. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია ახალი არჩევნების ჩატარება და პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლება. საპროტესტო ტალღა პარლამენტის წინ უკვე 315-ე დღეა გრძელდება.