ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ - ამ კონტექსტში არსებობს თუ არა საფრთხეები საქართველოსთვის? ქართველი ოპოზიცონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო შესაძლოა გახდეს პირველი ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც ევროკავშირი აღნიშნულ კანონმდებლობას გამოიყენებს. სახელისუფლებო გუნდში კი ამტკიცებს, რომ პარტია ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად და ვიზალიბერალიზაციის თემა გამოიყენება როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ცალკეული ევრობიუროკრატების მხრიდან. ნინო დავითაძე ვრთავთ პირდაპირ ეთერში.