ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე ოფიციალურად დანიშნული ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას - ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე ოფიციალურად დანიშნული ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას - ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია

2025-10-08 15:29:19+04:00

„ევროპის სახალხო პარტია“ ძალადობისა და რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს კი ივანიშვილისა და მისი ხელმშემწყობი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ. ევროპის სახალხო პარტიის შეფასებით, 4 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ მორიგი ყალბი არჩევნები ჩაატარა. განცხადებას დღესვე უპასუხა ქართულმა ოცნებამ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის დღევანდელი განცხადება ადასტურებს.