ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების სტენდები. საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2,200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 120-ი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.