სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა

2025-10-08 12:38:45+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა. უწყების ცნობით, სასწავლო ცენტრში გამართული შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი.