გამოცემა Axios - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდნენ - Palitra News

გამოცემა Axios - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდნენ

2025-10-08 12:27:00+04:00

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდნენ, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დღეს ეგვიპტეში ჩავიდნენ და ისრაელ -„ჰამასს“ შორის მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებს შეუერთდნენ.

ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

დღეს მოლაპარაკებებს კატარის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-ტანიც შეუერთდება.