პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს

2025-09-30 12:33:04+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. გუნდში ამბობენ, რომ ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამოძიების დაწყება, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს აძლევს, რომ ქართულ მხარეს საგუშაგოს დემონტაჟი მოსთხოვოს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამართული ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შესახებ დეტალურ განმარტებებს ითხოვს.