მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს - Palitra News

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს

2025-09-26 21:34:19+04:00

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრი დღეს ბიზნეს სუბიექტებს შეხვდა. ბიზნესასოციაციის კონფერენციის მთავარი თემა - ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, 4 წელი გამორჩეული იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპის კონტინენტსა და ფართო რეგიონში, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ბიზნეს სუბიექტებმაც.