ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-20 20:18:57+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.