სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს იმართება ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია. . თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. 20 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.