რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს - Palitra News

რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს

2025-09-15 15:34:03+04:00

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილიებას შეძლებს, თუმცა მიზნის მისაღწევად მმართველი გუნდის ოპონენტებს სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ნაწილი საპროტესტო აქციას აანონსებს, “ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციურ ცვლილებებსა და ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობაზე საუბრობს. თუმცა ბრძოლის ეს ხაზი მიუღებელია “ლელო ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” გუნდითვის, რომლებიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობს, ასევე, იმ ოპოზიციური პარტიებისთვისაც კი, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. “ქართული ოცნება” კვლავ შეახსენებს ოპონენტებს, ,რომ ყოველ კანონდარღვევას სახლმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.