ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვს ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ საპასუხო ანგარიშზე - Palitra News

ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვს ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ საპასუხო ანგარიშზე

2025-09-09 16:26:44+04:00

ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვს ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ საპასუხო ანგარიშზე, თუმცა ევროკომისიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი და მასზედ მომზადებული დოკუმენტი შეფასების პროცესშია. მანვე არ გამორიცხა, რომ ევროკავშირმა, საჭიროების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ხელოვნურად არის გამოგონილი, თუმცა, ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ამის რისკები ნამდვილად არსებობს და შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული მონაპოვარი დაკარგოს.