უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს აგრძელებს - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს აგრძელებს

2025-09-03 09:28:34+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმებს აგრძელებს. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს უპასუხებს. აშშ-ის პრეზიდენტი კი ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ცნობები აქვს. მისი თქმით, თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგება, მაშინ ამას შესაძლოა, გარკვეული შედეგები მოჰყვეს.