იმერეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება - Palitra News

იმერეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

2025-09-02 15:49:25+04:00

იმერეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონში ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელის სკოლას ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრი სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს შეხვდა.