უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენეს კიტ კელოგს შეხვდა. - მხარეებმა შეხვედრაზე სამხედრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები და ტარიფები ძალაში უნდა დარჩეს. აქვე ზელენსკიმ აშშ-ის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადაა.