მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა - Palitra News

მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

2025-08-25 16:30:11+04:00

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.