პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 37 პირი. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.