ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე - თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით - Palitra News

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე - თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით

2025-08-17 20:47:28+04:00

ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ .

მაკრონის თქმით, ჯგუფმა ორ საათზე ცოტა მეტი ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს აშშ-ს, უკრაინას და ევროკავშირს“ .

„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე.

ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, - აცხადებს მაკრონი.

ასევე, მან უპასუხა კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს უკრაინაში ომის დასრულება და განაცხადა: „არა“.

მაკრონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.

ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:

„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.