არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციულ ბიუროს ზეწოლაში ადანაშაულებენ - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციულ ბიუროს ზეწოლაში ადანაშაულებენ

2025-08-16 14:28:22+04:00

სამოქალაქო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებებ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს. 35 არასამათავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, საკუთარ წესდებების მიხედვით მოქმედებენ და მხოლოდ ქართველ ხალხს ემსახურებიან. „დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს. ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ -ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად - ნათქვამია განცხადებაში.