იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 26-ს გადააჭარბა. უცხცოური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა 60 გადარჩენილი ნაპირზე ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები კიდევ გრძელდება და შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. როგოროც მედია იუწყება, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში მოხვედრისას წელს სულ მცირე 675 ადამიანი დაიღუპა.