შესაძლოა თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლა შეუწყდეს? -ოპოზიციაში ამტკიცებენ რომ საფრთხეები რეალურია და ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წაიწევს. კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს ქართული ოცნება. უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო მიიღო, შესაბამისად, მათივე თქმით, ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გამო უსაფუძვლო და უსამართლოა.