საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა - Palitra News

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

2025-08-14 20:23:50+04:00

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა, მათგან კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება 14 პარტიას მიენიჭა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი დაიწყება. ქართულმა ოცნებამ 64 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დაასახელა, ამ დრომდე მსჯელობის პროცესში არიან ლელოს ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის, რომელთა წევრები ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. პოზიციას არ ცვლის 8 ოპოზიციური პარტია, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.