„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი დედაქალაქის მერს მეტროსადგურ ვარკეთილის დაგვიანებული რეაბილიტაციის გამო აკრიტიკებს - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი დედაქალაქის მერს მეტროსადგურ ვარკეთილის დაგვიანებული რეაბილიტაციის გამო აკრიტიკებს

2025-08-13 20:18:29+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი დედაქალაქის მერს მეტროსადგურ ვარკეთილის დაგვიანებული რეაბილიტაციის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, გამოჩენილი გულგრილობისთვის, არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობისთვის გამო კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისელი მაცხოვრებლების მხარდაჭერას არ იმსახურებს. ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცის კუთხით კახა კალაძის აქტიურობა სწორედ მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებს უკავშირდება.