შეცვლის თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაყვეტილებას,რომლის თანახმადაც, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წელი მიესაჯა? - მეორე ინსტანცია განაჩენს ხვალ გამოცხადებს. დრევანდელ დასკვნით პროცესზე ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ის კვლავ ირწმუნებოდა, რომ მის წინაარმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს რაც მან ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე უარი უთხრა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ ბაჩიაშვილი უდანაშაულოა. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორის შეფასებით, მსჯავრდებულის პოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია.