მეტროსადგურ ვარკეთილში ამ ეტაპზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღისა და დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერის ტქმით, სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, აგვისტოს ბოლოს დასრულდება და მეტროსადგური მგზავრთა მომსახურებას განაახლებს. კახა კალაძის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად მერიას გამოცხადებული აქვს ინტერესთა გამოხატვა სხვა კონკრეტული მეტროსადგურების განახლების მიზნითაც.