სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს - Palitra News

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

2025-08-09 14:25:41+04:00

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს - ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მედიაციით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1992 წელს დაწყებული ომი ოფიციალურად დასრულდა - დოკუმენტზე ხელმოწერით მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების სამუდამო შეწყვეტის, დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების წამოწყებისა და ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება აიღეს. გარდა ამისა, აშშ-მა თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოებისა და ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებაც გააფორმა. შეთანხმება ამერიკისთვის სამხრეთ კავკასიაში ტრანზიტული დერეფნის სტრატეგიული განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მოიცავს. ზანგეზურის კორიდორის ის მონაკვეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, 99 წლით ამერიკულ კომპანიას გადაეცემა, ზანგეზურის კორიდორს კი სახელი გადაერქმევა და “ტრამპის მარშრუტი“ ეწოდება.