კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადიციას და რუსებისთვის გადაცემას მოითხოვს.როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ, ოცნებაში“ დუმან იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.ელისაშვილის შეფასებით, ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ.