ამ წუთებში უკვე მსჯავრდებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან - Palitra News

ამ წუთებში უკვე მსჯავრდებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

2025-08-06 20:23:07+04:00

ამ წუთებში უკვე მსჯავრდებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან - მათ შორის არიან მესამე სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და ასევე ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები. 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მზია ამაღლობელს 2-ი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელმაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მზია ამაღლობელს სიტყით მიმართა და განუცხადა, რომ მსჯავრდებულ ჟურნალისტს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“, რასაც, ამაღლობელი არ აპირებს.