საქართველო დანიაში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრას არ ესწრება. კოპენჰაგენში, 1-ელ და 2-რ სექტემბერს, ევროკავშირის 27-ი წევრი ქვეყნის მინისტრები ევროკავშირის შიდა რეფორმებსა და გაფართოებაზე იმსჯელებენ თუმცა, საქართველო მოწვეულთა სიაში არ არის. ქვეყნის ხელისუფლება ამ ფაქტს მნიშვნელობას არ ანიჭებს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის კიდევ ერთი ცალსახა ნიშანია. დანიის საგარეო უწყებაში კი ადასტურებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების არმიწვევა უკავშირდება სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში ინტეგრაცია 2028 წლამდე შეჩერდა.