აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ აშშ-ს „MEGOBARI აქტი“ სჭირდება. მისივე შეფასებით, 250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი, როგორც ამას უილსონი წერს, ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. კიდევ რას ამბობს ამერიკელი კონგრესმენი თავის მორიგ განცხადებაში, თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ეკა უშხვანი შემოგვიერთდება.