თავისუფლების მოედანზე დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს პროკურატურის მოთხოვნა, დაკავებული პედაგოგის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ ქვეყნის საბჭოთა რეჟიმში დაბრუნების კიდევ ერთი მაგალითია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.