გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირებას გაეცნო - Palitra News

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირებას გაეცნო

2025-08-04 12:40:12+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირებას გაეცნო. ამჯერად მთავრობის თავმჯდომარე "დიომედის“ ფოთის ფილიალს ესტუმრა, სადაც ადგილზე კლინიკის ინფრასტრუქტურა მოინახულა.