რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2025-08-03 10:48:13+04:00

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სააგენტო თავდაპირველად მიწისძვრის სიმძლავრე 6.35 მაგნიტუდად შეაფასა. მათივე თქმით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.