„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2025-08-01 20:45:00+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწტყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიებით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა. დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ ცანავას პროვოკაციას მოუწყეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამტკიცებენ რომ ცანავას შესთავაზეს თანხა, ლევან ხაბეიშვილის შესახებ სუს-ისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. ლაშა ცანავას დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს თავად ლევან ხაბეიშვილი. ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექსვიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.