ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის ქუჩის მასშტაბურ აქციას აანონსებს - Palitra News

ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის ქუჩის მასშტაბურ აქციას აანონსებს

2025-08-01 20:43:39+04:00

ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის ქუჩის მასშტაბურ აქციას აანონსებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქვეყანაში არსებული რეალობა რადიკალუარდ შეიცვლება. ამავდროულად, ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის საზოგადოებრივ პროტესტში რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება მიუღებელი აღმოჩნდა - ისინი ამბობენ, რომ ვითარების მოგვარებას, შესაძლოა, უფრო მეტი ან პირიქით, ნაკლები დრო დასჭირდეს. ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაუარა „ქართული ოცნებაც“. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთადერთ გეგმას რადიკალიზაცია და საბოტაჟი წარმოადგენს.