თბილისს მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი უკვე მესამედ კახა კალაძე იქნება - Palitra News

თბილისს მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი უკვე მესამედ კახა კალაძე იქნება

2025-08-01 20:42:34+04:00

თბილისს მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი უკვე მესამედ კახა კალაძე იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ გაუწევს მას კონკურენციას 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები საკუთარ გეგმებს ამ დრომდე განიხილავენ. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ ოპოზიციაში ამ თემაზე განხილვისას მისმა სახელმა და გვარმა ნამდვილად გაიჟღერა. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ მათი კანდიდატი უალტერნატივოა და მას კონკურენციას ვერც პარტიის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ გაუწევენ.