ვიეტნამში წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ვიეტნამში წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

2025-08-01 15:54:35+04:00

ვიეტნამში წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მათივე ცნობით, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.როგორც უცხოური მედია იუწყება, ხუთშაბათს ღამით, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, წყლის დონე სწრაფად გაიზარდა, რამაც დაბლობ რაიონებში სახლები დატბორა და პროვინციის მთიან ნაწილებში წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია.