ვინ გაუწევს თბილისის მერობის პოსტზე კონკურენციას "ქართული ოცნების" კანდიდატს კახა კალაძეს ოპოზიციის რიგებიდან? - Palitra News

ვინ გაუწევს თბილისის მერობის პოსტზე კონკურენციას "ქართული ოცნების" კანდიდატს კახა კალაძეს ოპოზიციის რიგებიდან?

2025-08-01 15:52:01+04:00

ვინ გაუწევს თბილისის მერობის პოსტზე კონკურენციას "ქართული ოცნების" კანდიდატს კახა კალაძეს ოპოზიციის რიგებიდან? - ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ გუნდებს "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო ძლიერ საქართველოს" საკუთარი საერთო კანდიდატი ამ ეტაპზე არ დაუსახელებია, როგორც ამბობენ გადაწყვვეტილებას 4 სექტემბრამდე მიიღებენ. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში მზად არის თბილისის მერობისთვის იბრძოლოს. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია რვა ოპოზიციური პარტია. 4 ოქტომბერს ოპონენტთა ნაწილი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადება.