ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასაკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სხდომას ესწრებიან მათ შორის ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ადგილზე იმყოფებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სხდომის პარალელურად, მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. რაზე გაამახვილეს ყურადღება დასკვითი სიტყვის წარმოთქმისას ადვოკატებმა?