რუსული დარტყმის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. დაღუპულთა ცხედრები დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული მრავალსართულიანი კორპუსიდან ამოაქვთ. 1 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. დარტყმის გამო, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 31 ივლისის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას 317 საჰაერო დარტყმა მიაყენეს.