დონალდ ტრამპი - ამერიკა ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ამერიკა ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს

2025-08-01 12:52:31+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამერიკა ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მსგავსი აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია. დონალდ ტრამპმა კანადასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მათ შორის სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. მისივე განმარტებით, კანადა ამერიკელ ფერმერებს წლებია, უსამართლოდ ეპყრობა. ტრამპის განცხადებით, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.