ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - Palitra News

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

2025-08-01 12:51:01+04:00

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

სანაპიროს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.