სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს - დაიწყო თუ არა პროცესი და რას აცხადებენ საქმის დეტალებზე - Palitra News

სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს - დაიწყო თუ არა პროცესი და რას აცხადებენ საქმის დეტალებზე

2025-08-01 12:48:09+04:00

სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.