ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი 13:00 საათზე გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი 13:00 საათზე გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-01 12:43:01+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი 13:00 საათზე გაიმართება. პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. ამავდროულად, სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეკრებას და საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. ოპოზიციონერი ლიდერები ჟურნალისტის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. "ქართული ოცნების" წევრები კი ფიქრობენ რომ სასამართლოს გადაწტყვეტილება ობიექტური და სამართლიანი იქნება.