აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ყოველ კვირას 7 000 ჯარისკაცი იღუპება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის, თუმცა მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ნატო-სთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც იმ სამხედრო დახმარების ღირებულებას, რასაც აშშ გაგზავნის უკრაინაში ალიანსი იხდის. მისივე განმარტებით, საშინელებაა, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და რომ ეს ბაიდენის ომია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ისრაელსა და ღაზის სექტორში ვიზიტის შემდეგ რუსეთში ჩავა.