რუსული მხარის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობამ კი 159-მდე მიაღწია. უკრაინის პრეზიდენტმა გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 100-ზე მეტმა ადამიანმა საჭირო დახმარება მიიღო, ხოლო ათეულობით პირი ამჟამად საავადმყოფოებშია მოთავსებული. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას 300-ზე მეტი უპილოტო აპარატითა და რვა რაკეტით შეუტია.