"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა - Palitra News

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

2025-08-01 09:32:15+04:00

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. თბილისის მოქმედმა მერმა პირველ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კონკრეტულ გეგმებსა და დაპირებებზე ისაუბრა. „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ - კალაძის განცხადებით, ეს მათი მთავარი გზავნილი იქნება. ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები მმართველი გუნდის წევრებმაც გააკეთეს. აღნიშნავენ რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებშიც მარცხისთვისაა განწირული. მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზოციაში. მათი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მეორე ნაწილი კი მერობის ნეიტრალური კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობს